გიგი უგულავა: ელისაშვილი რომ გაფუჭებულია დღეს, გაფუჭებულია „ოცნების“ მიერ და ამ გაფუჭებულ ადამიანს დაატარებენ ეთერ-ეთერ და აბჟუტურებენ სისულელეებს
“ალეკო ელისაშვილი რომ გაფუჭებულია დღეს, გაფუჭებულია „ოცნების“ მიერ და ამ გაფუჭებულ ადამიანს დაატარებენ ეთერ-ეთერ და აბჟუტურებენ სისულელეებს”, – ამის შესხებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლა-გამოსვლის საკითხი დამთავრდა და ვისაც უნდა შევიდეს.
„ელისაშვილი რომ გაფუჭებულია დღეს, გაფუჭებულია „ოცნების“ მიერ და ამ გაფუჭებულ ადამიანს დაატარებენ ეთერ-ეთერ და აბჟუტურებენ სისულელეებს. მთავარს ვერ ხვდებიან და მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც რეალობას შუბლს მიარტყამენ, მიხვდებიან ერთ მარტივ რაღაცას, რომ ჩვენ ვართ უკვე ახალ რეალობაში და ახალ რეალობაში თემა – მოდი, ეს შევიდეს პარლამენტში და მოდი, ეს გამოვიდეს, აღარ დგას.
ახალ რეალობაში დგას ერთადერთი საკითხი, რომ თუ გვინდა, განვმუხტოთ კრიზისი სერიოზულად, უნდა ვილაპარაკოთ და დღის წესრიგის თემა არ უნდა იყოს შესვლა-გამოსვლის საკითხი – დამთავრდა შესვლა-გამოსვლა, ვისაც უნდა შევიდეს.
აგერ ელისაშვილს ან იაგოს „გირჩს” უნდათ?! – შევიდნენ. „გირჩი” რომ ამბობს, შევა „ნაციონალური მოძრაობა” და მერე შევალთ ჩვენო, აქაც ხომ ვირეშმაკობას აქვს ადგილი?! „ნაციონალურმა მოძრაობამ” რა უნდა გააკეთოს ამისთანა? – დაწერა 36-ვე კაცმა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და „გირჩმა” რატომ არ დაწერა განცხადება?! ელოდებიან, სანამ „ქართული ოცნება” ამ დაწერილ განცხადებებს უყრის კენჭს, ესე იგი, ელოდები „ოცნებას”, ხოლო „ოცნებამ” ეს გადადო – ესე იგი, მოგცა დრო აქ წყალი აამღვრიო, აქ წყალს ვერ აამღვრევ. ეგ არის ამ საცოდავების მანევრი, ეს არის ამათი ტვინი. ვისაც გადაწყვეტილი აქვს შესვლა – შევიდეს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.