გიგი უგულავა: რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც „გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში

“ვინ ოხერი აკავებს ელისაშვილს?! ვის რაში სჭირდება ელისაშვილი?! ელისაშვილი „ქართული ოცნებაა” დღეს, არაფრით განსხვავდება მათგან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„მისი დღის წესრიგი ოპოზიციის ლანძღვაა, მზე ამოდის ბოკერიას გინებით და ჩადის უგულავას გინებით და ახლა „ლელო” და ა.შ. სპოილერია ეს კაცი და ვისაც სპოილერობა უნდა – წავიდეს, განგრენას სჯობს, მოიკვეთო ფეხი, თუ მთელი სხეული შეიძლება, დაგიზიანოს. ანუ ის ოპოზიციას ვეღარ და აღარ წამოადგენს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამიტომ,  დამთავრდა შესვლა-არშესვლის საკითხები. ჰგონიათ, ახლა ვახო მეგრელიშვილს ან იოსელიანს რომ გაუგზავნიან ვიღაცებს, ამით რაღაცას შეცვლიან. დავამთავროთ მეგობრებო, იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყანა უნდა მართოთ და ეს ქვეყანა არის კრიზისში. ვისაც უნდა, შევიდეს, რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც „გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში”, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები