ბრიტანეთმა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა – შეკვეთილია 100 მილიონი დოზა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილ, კორონავირუსის ვაქცინას დიდი ბრიტანეთი მოსახლეობის ასაცრელად გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის 100 მილიონ დოზას ქვეყანას AstraZeneca მიაწვდის. აღნიშნული დოზა 50 მილიონი ადამიანის მასობრივი იმუნიზაციისთვის იქნება საკმარისი.
სახელმწიფო მდივნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ვაქცინაცია 4 იანვარს დაიწყება და 2021 წლის პირველ რამდენიმე კვირაში მოიცავს ბრიტანეთს.
მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოცაა და ეფექტურიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები