ბაიდენი ვაქცინაციის დასაჩქარებლად “სამხედრო წარმოების შესახებ” კანონს გამოიყენებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, “სამხედრო წარმოების შესახებ” კანონს გამოიყენებს.

ამის შესახებ მან დელავერის შტატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“სამხედრო წარმოების შესახებ კანონი დაავალდებულებს კერძო კომპანიებს, კოვიდ 19-თან ბრძოლაში მთავრობის ძალისხმევას დაუჭირონ მხარი”, – თქვა მან.

აშშ-მა სამხედრო წარმოების შესახებ კანონი 1950 წელს დაამტკიცა, რომელიც ფედერალურ მთავრობას აძლევს უფლებას, დაავალოს კერძო კომპანიებს ექსტრემალურ შემთხვევებში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმუშაონ.

თავდაპირველად, კანონი დამტკიცდა კორეაში ომის წარმოების დროს, თუმცა, მოგვიანებით მას სხვა ომების დროსაც იყენებდნენ, მათ შორის, სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის დროსაც.

კანონი პრეზიდენტს ანიჭებს შესაძლებლობას, გასცეს განკარგულება, რომ კომპანიებმა, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს თავდაცვითი კონტრაქტები შეასრულონ, გარდა ამისა, მას შეუძლია, წარმოების საჭირო რაოდენობის გაზრდისთვის კრედიტი გამოყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები