გია ვოლსკი: ვინმეს ბიუჯეტის პროექტზე საკრიტიკო ან უკეთესი წინადადებები თუ აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ

“ვინმეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საკრიტიკო ან უფრო უკეთესი წინადადებები თუ აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ამოცანაზეა ორიენტირებული.

„ვინმეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საკრიტიკო ან უფრო უკეთესი წინადადებები თუ აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია ორ მთავარ ამოცანაზე – ერთი მხრივ, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართულებით მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ და, მეორე მხრივ, ეკონომიკა გადავარჩინოთ. როცა საშუალება იქნება, რომ პანდემიისგან გავთავისუფლდეთ, განახლება და აღორძინება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები