თამარ გაბუნია: დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების ნიშნებია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პიკის პერიოდმა გაიარა.

„ჯერჯერობით, ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა, კლება და იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ამაზე საუბარი ნაადრევია. როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება და ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის რომ შედეგები მეტად თვალსაჩინო იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები