გოჩა ენუქიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.
“სოფლებში ლაჯანასა და ორბელში, მახარობლიძე ინეზას, მიხოსა და დათო სილაგაძეების ოჯახებს საახალწლო ნობათი გადავეცით და ის პრობლემები განვიხილეთ, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ადამიანი ჩვენი გუნდისთვის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონე და პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ”, – აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.