ეკატერინე ტიკარაძე: რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც არა მხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი გახდება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოს ფარმაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა პირველი GDP სერტიფიკატი, რითაც ქვეყანა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალ საფეხურზე გადავიდა.

„მსურს განსაკუთრებით ავღნიშნო რეგულირების სააგენტოს უდიდესი წვლილი პანდემიის მართვაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სრულყოფილი აუდიტი. 2020 წელს რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები