29 დეკემბერს 10:00 საათზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც წარმოდგენილი იქნებიან კომიტეტის საქმიანობის მიმართულებით დარგის კომპეტენტური სპეციალისტები. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანი აგრარულ საკითხთა კომიტეტში განსახილველი საკითხების თაობაზე საბჭოს წევრების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გათვალისწინებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაა.
სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან:
ბექა გონაშვილი
გოდერძი გოდერძისშვილი
გურამ ალექსიძე
ვლადიმერ ისახანაშვილი
თამაზ დონდუა
თამაზ კუნჭულია
ლევან სილაგავა
ლევან უჯმაჯურიძე
მერაბ ჭითანავა
ნინო ზამბახიძე
ნოდარ ჭითანავა
რატი კოჭლამაზაშვილი
რუსუდან გიგაშვილი
ქეთევან კვიჭიძე