გია ვოლსკი: ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია “ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმაურება.

ვოლსკის შეფასებით, ხოშტარია იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

“მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა, რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. მისივე თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები