“პოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა, ჩემთვის უცნობია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო პარტია “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას წასვლას.
“რაღაც საფუძვლების წარმოშობის მიზეზზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადინებას დავარქმევთ თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას. ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. მისივე თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.