ირანის მთებში 12 ალპინისტი დაიღუპა

თეირანის ჩრდილოეთით 12 ალპინისტის ცხედარი იპოვეს, რომელიც მთებში ქარბუქის შედეგად დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას “სინჰუა” ირანის საპოლიციო და სამაშველო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება,რომ ალპინისტები სამ ლოკაციაზე დაიღუპნენ.

“სამდღიანი სამძებლო- სამაშველო სამუშაოების შემდეგ, თეირანში წითელი ნახევარმთვარის მოძრაობაში განაცხადეს, რომ 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 11 პირი გარდაიცვალა”, – წერს “სინჰუა”.

თუმცა, შემდგომ ქოლაქჩალის პოლიციაში განაცხადეს, რომ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები