ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან ახლოს 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 05:28 საათზე, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები