პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2020 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი ონლაინ გაიმართა.  წლევანდელი გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში” („ინტელექტი“)
წლის საუკეთესო პოეტური კრებულის
ნომინაციაში პრემია გაიყო:
პრემია გადაეცათ:
ბესიკ ხარანაულს – „დიდი სმა” („ინტელექტი)
ტარიელ ჭანტურიას – „სიყვარულის შავი  ყუთი 3″  („კალმოსანი“)
წლის საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა” (სულაკაურის  გამომცემლობა).წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  – მაია ცირამუა – „მშვიდობით, ძია გერშვინ!” („წიგნები ბათუმში“)
წლის საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია” (თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები” („პალიტრა L“)
წლის ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლებანიძე, „თუ საჭიროა, გათქმევინებთ” („არტანუჯი“)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანი, „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის „არაჩვეულებრივი თავგადასავალი“  (არტანუჯი)
ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – ბათუ დანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები