საახალწლოდ მორთული თბილისი – ფოტოები ცენტრალური ქუჩებიდან

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული თბილისის ფოტოებს ავრცელებს.

„რა უნდა გითხრათ?! ვცდილობ რომ ამ ფოტოებით მაინც შეგიმსუბუქოთ და გაგილამაზოთ პანდემიით გამოწვეული სტრესული მდგომარეობა.. ამიტომაც ვდგები დილის 5 საათზე და შტატივით და აპარატურით რამდენიმე კილომეტრს ფეხით გავდივარ რომ თქვენ გიჩვენოთ ეს სილამაზეები.

იცით რომ მე 73 წლის ვარ ოპტიმიზმით და თქვენი სიყვარულით სავსე, სწორედ ეს მაძლევინებს იმ სირთულეებს რაც ჩვენს გარშემო დაცურავს… არ გაბედოთ სიკვდილი სანამ ცოცხალი ხართ… ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება… გაიგეეეთ?! -ყველაფერი კარგად იქნება!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! აწი ყოველდღე მოგილოცავთ! მიყვარხართ!!!!,”- წერს ვადაჭკორია.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები