,,ფოთის პორტში”, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში, 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემის საბაჟო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს

ამ დროისთვის, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,, ფოთის პორტი”, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში, 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია საბაჟო კონტროლის პროცედურები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები