CDC-ის გათვლებით, აშშ-ში 2021 წლის 16 იანვრისთვის კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზრდება – ქვეყანაში მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა უარესდება

უცხოური მედია წერს, რომ, CDC-ის გათვლებით, აშშ-ში 2021 წლის 16 იანვრისთვის კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზრდება და იმერყევებს ამ შუალედში 378 000 – 419 000. ასევე, ჰოპკინის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით კალიფორნიის შტატი არის პირველი, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დეკემბრის თვეში უკვე მეხუთეჯერ, ერთ დღეში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება 3 ათასს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდი გარდაიცვალა 19 ათასი ადამიანი. რეკორდულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც – 119 463.

CDC მოუწოდებს ამერიკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, თუმცა, კოვიდის მზარდი მაჩვენებლისა და მოწოდებების ფონზე, ბოლო ხუთი დღის მანძილზე, მილიონებით ამერიკელმა იმოგზაურა ქვეყნის მასშტაბით.
ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება როგორც ინფიცირების, ისე – გარდაცვალების მაჩვენებლები, ადამიანები არ იკავებენ თავს მოგზაურობისგან და მაღალი დღესასწაულების მოახლოვებასთან ერთად, იზრდება მობილობა.

აშშ-ში, ზამთრის მოსვლასთან ერთად, უარესდება მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. მილიონობით ადამიანი არის შიმშილის ზღვარზე, კონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პანდემიის დაწყების დღიდან შიმშილის ზღვარზე მყოფ პირთა მაჩვენებელი კიდევ 15 მილიონით გაიზარდა, ამ გაზრდილ რაოდენობაში არიან ის ადამიანებიც, რომელთაც არასტაბილური, თუმცა, დროებითი სამსახურები ჰქონდათ და არ საჭიროებდნენ სახელმწიფოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებას, ახლი კი მათ დაკარგეს სამსახურები და არიან შემწეობის იმედზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები