ბექა ფერაძე: სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა
“სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა”, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს.
“განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა, ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან,” – აცხადებს ბექა ფერაძე.