ელენე ნიჟარაძე: ISFED-ში 9 წელია, ვმუშაობ და ყველაფერს, ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის რეპუტაციაა

“არ ვთვლი, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო, რომელსაც ქვეყანაში რაღაც პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეეძლო”, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული და გვაქვს მაღალი სტანდარტი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭვირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც უნდა მცირე ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, მაგრამ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელია, ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია, ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის შეცდომა იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები