ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასური 50% -ით დაუფინანსდებათ, ასევე, დაწესდება მინისტრის სტიპენდია 750 ლარის ოდენობით

თავდაცვის სამინისტროში მინასტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
ღარიბაშვილმა სამხედროების განათლებაზე, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის თანადაფინანსებაზე ისაუბრა.

„ჩვენ განათლებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ვინაიდან გვჯერა და გვწამს, რომ განათლებული სამხედრო მოსამსახრურე ჩვენი ჯარის სიმტკიცისა და წარმატების გარანტი არის. განათლების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ დავიწყებთ სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, დავაწესეთ მინისტრის სტიპენდია 750 ლარის ოდენობით, რომელიც სემსეტრულად გადაეცემა გამოვლენილ სტუდენტებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები