ნათია თურნავა: მსურს, მადლობა გადავუხადო სავაჭრო მოლებს და მაღაზიებს რეგულაციების პასუხისმგებლობით დაცვისთვის

„რეგულაციების შემსუბუქების პირველივე დღეს არასასურსათო ვაჭრობის სექტორმა საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გუშინდელმა დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, რისთვისაც მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სავაჭრო ინდუსტრიას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მომხმარებელს, რომ უქმეებზე მაღაზიებში საყიდლებზე სიარულისას დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და თავის მხრივ, მაღაზიებაც გააგრძელონ მკაცრი კონტროლი და რეგულაციების დაცვა, რისი მონიტორინგიც შესაბამისი სამსახურის მიერ მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი.

„მთლიანობაში ვითარება ნორმალურია და გვაძლევს იმის იმედს, რომ დიდი პასუხისმგებლობით ჩავამთავრებთ წინასაახალწლო პერიოდს, რომელიც გარკვეული გეგმაზომიერი შეზღუდვებით აღინიშნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა, ეკონომიკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები