თეა წულუკიანი: ბატონ ვახტანგ გომელაურს, როგორც ყოფილი კოლეგა, ვულოცავ დაბადების დღეს, უკვე ახალ რანგში – ყველა პოლიციელს ვუცხადებ მხარდაჭერას (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ – თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაბადების დღე მიულოცა და იქვე დასძინა, რომ ის პარლამენტიდან უკვე დეპუტატის რანგში მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს.

“არ შემიძლია, როგორც ყოფილმა კოლეგამ,ბატონ ვახტანგ გომელაურს არ მივულოცო დაბადების დღე, არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ეს დღე არ მივულოცო.

მე, როგორც  იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამ ახალ რანგში არ შემიძლია, არ გამოვუცხადო თითოეულ პოლიციელს მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ სფერო შევიცვალე, პარლამენტიდან დავრჩები შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომლის გულშემატკივარი და, სადაც საჭირო იქნება, დამცველიც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები