გიორგი გახარია – სპორტული ცენტრის მშენებლობაზე: გიგი ხოჯევანიშვილმა უკვე მოაგვარა პრობლემა და გახსნა კიდეც, გაიზიარეთ ეს გამოცდილება

“სპორტის სასახლეში პარკეტის პრობლემაა. ერთი და იგივე პრობლემაა ყველგან, გორმა მოაგვარა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მოაგვარა. ასევე, ერთ რეგიონში მოგვარდა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, ერთი და იგივე კომპანიაა, რომელმაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში სპორტული ცენტრი ააშენა, დასრულებულია ყველანაირი სამუშაო, მაგრამ პარკეტი არ იყო დაგებული. პრემიერმინისტრმა მოუწოდა სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლებს, რომ გორის მაგალითზე იხელმძღვანელონ.

„თელავს უნდა ვთხოვოთ, რომ გორის გამოცდილება გაიზიაროს, ზუსტად იგივე პრობლემა იყო. ერთი და იგივე კომპანიაა, რომელმაც 3 თუ 4 მუნიციპალიტეტში პირობითად ააშენა სპორტის სასახლე, ყველაფერი დასრულებულია და პარკეტი არ იყო დაგებული. როგორც ვიცი, ბატონმა გიგი ხოჯევანიშვილმა უკვე დააგო და გახსნა კიდევაც, გაიზიარეთ ეს გამოცდილება. მოგვარებადია, მესმის, რომ აშენებულია და ხალხი შიგნით ვერ შედის, პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები