ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია.
არასრულწლოვანი და მისი გამტაცებელი, 21 წლის მამაკაცი პოლიციაში იმყოფებიან და სამართალდამცავების კითხვებს პასუხობენ.
გოგოს ოჯახის წევრები გამტაცებლის კანონით დასჯას მოითხოვენ.
გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი რამდენიმე პირმა გაიტაცა. ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი სახლში არ დაბრუნდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 143-ე – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.