პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის

მომავალ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს დღეს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა: პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები