ვახტანგ მეგრელიშვილი: ერთი ადამიანის შესვლა არაფერს გადაწყვეტს, ვიდრე პარლამენტში, სულ მცირე, 113 დეპუტატი არ შეგროვდება
“ერთი ადამიანის შესვლა არაფერს გადაწყვეტს, ვიდრე პარლამენტში, სულ მცირე, 113 დეპუტატი არ შეგროვდება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორგანოს პარლამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაერქმევა, თუ მას გადაწყვეტილებების მიღების უნარი ექნება.
„ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეიძლება, გავატაროთ იმ ფილტრის ქვეშ, რომელზეც „გირჩი“ საუბრობს – ანუ იქნება თუ არა ეს პარლამენტი, რომელშიც ახლა ადამიანები შედიან. დღევანდელი გაგებით, პარლამენტი არ გვაქვს და ამ ორგანოს პარლამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაერქმევა, თუ მას გადაწყვეტილებების მიღების უნარი ექნება. ერთი ადამიანის შესვლა არაფერს გადაწყვეტს, ვიდრე პარლამენტში, სულ მცირე, 113 დეპუტატი არ შეგროვდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.