ირმა ინაშვილი: მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ

“მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ავთანდილ ენუქიძე თავის ქმედებებში თავისუფალია.

„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები