AstraZeneca: ჩვენ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება, AZD1222 ვაქცინამ იცის, რომ უნდა ამოიცნოს ვირუსული ცილები ორგანიზმში
ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია “ასტრაზენეკაში” აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა „როიტერს“ განუცხადეს.
მათი თქმით, კორონავირუსის მუტაციის შესასწავლად კვლავ მიმდინარეობს კვლევები.
„AZD1222 (AstraZeneca– ს ვაქცინის კანდიდატი) შეიცავს SARS-CoV-2 ვირუსის ცილების გენეტიკურ მასალას. როგორც ირკვევა, ახალი შტამი ვირუსის ცილების სტრუქტურას ვერ ცვლის. AZD1222 ვაქცინამ იცის, რომ უნდა ამოიცნოს ვირუსული ცილები ორგანიზმში. ამიტომ, მას შეუძლია ვირუსის აღმოფხვრა”, – განაცხადა AstraZeneca– ს წარმომადგენელმა Reuters -თან.
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. “ასტრაზენეკას” ვაქცინა კი დამტკიცების მოლოდინშია.