მამუკა მდინარაძე: პლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენ სასარგებლოდ

“პლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენ სასარგებლოდ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შექმნილმა კომისიამ უნდა შეაფასოს, რომ 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო.

„პლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენ სასარგებლოდ. მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, მათი მონაწილეობით მოძიებულმა მტკიცებულებებმა თქვას, რომ 1%-იანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა თუ პლებისციტს, ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ახლა გაცილებით მეტია არჩევნები მათი მოთხოვნის ფარგლებში. გაცილებით მეტს ვთავაზობთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტსა და რიგგარეშე არჩევნებზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი იმ შემთხვევაში, თუ არ არის დარღვევა, გადაცდომა, მით უმეტეს, გაყალბება. რიგგარეშე არჩევნებზე დავთანხმდებით, თუ აღმოჩნდება 1%-იანი გადახრა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, გიგა ბოკერიას გამოეხმაურა, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები