პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს ხელშეუხებლობის გარანტიას ანიჭებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების გარანტიების გაფართოების შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

კანონის თანახმად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტს ხელშეუხებლობის გარანტია ენიჭება, კერძოდ, შეუძლებელია, მისი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემა, მისი დაკავება, დაკითხვა, მისი პირადი ჩხრეკა.

ასევე, კანონის მიხედვით, დაუშვებელია მისი ქონების ან სამსახურებრივი შენობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციის საშუალებები, დოკუმენტების, ბარგისა და მიმოწერის დაყადაღება.

ასეთი გარანტიების ჩამორთმევა შეუძლია ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმის მიერ სახელმწიფო ღალატის ან სხვა მძიმე ბრალდების შემთხვევაში. ამასთან, პარლამენტის ბრალდება უნდა დაამტკიცონ უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლოებმა.

ასევე, პუტინმა დღეს კიდევ ერთ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას ანიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე სენატორები იყვნენ.

აღნიშნული ცვლილებები ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს უფლება აქვს, დანიშნოს 30 სენატორი, მათგან შვიდს აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამუდამო ვადით შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები