რატი იონათამიშვილმა მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე არასრულწლოვანთა და შშმ პირთა უფლებებზე ისაუბრა

დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე არასრულწლოვანთა და შშმ პირთა უფლებებზე ისაუბრა.

რატი იონათამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურსა და იუსტიციის მინისტრობის კანიდატ  გოჩა ლორთქიფანიძეს კითხვით მიმართა.

„თქვენს მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა არასრულწლოვანთა მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას. ეს არის ის მიდგომა, რაც პარადიგმულად განასხვავებს ჩვენს მთავრობას წინა მთავრობისგან, თუ როგორ იყო არასრულწლოვანთა უფლებები შელახული და დღეს როგორ ხდება მათი უფლებების სტანდარტის მუდმივი გაუმჯობესება. საინტერესოა, რას გულისხმობდით არასრულწლოვანებზე მორგებული გარემოს გაუმჯობესებაში, ვფიქრობ, ეს ჩვენ სსაზოგადოებასაც ძალიან აინტერესებს”, – მიმართა რატი იონათამიშვილმა ვახტანგ გომელაურს.

იონათამიშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალი კანონის იმპლემენტაცია რა ეტაპზეა.

„ბატონო გოჩა, მინდა, ვისარგებლო შემთცხვევით და მოგილოცოთ თქვენ და საჯარო მოხელეებს ის წარმატება, რომელსაც თქვენთან ერთად ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, რადგანაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის წარდგენა ეს არის არა მხოლოდ საჯარო მოხელის, არამედ ქართული იურიდიული სკოლის აღიარება საერთაშორისო დონეზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთგვარი ხიდი და ასევე სტიმული მათთვის, ვინც ახლა ეუფლება ამ პროფესიას და ცდილობს თავისი კარიერა დაუკავშიროს სამართალმცოდნეობას. თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ იმ მნიშვნელოვანი რეფორმის საფუძველი, რაც იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალი კანონის მიღება, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტში იყო ერთ-ერთი პროგრესული კანონი. ამ მოსაზრებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იზიარებენ. თქვენ აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის კოლოსალური როლი შეასრულა ამ კანონის იმ ფორმით მიღებამ, რა ფორმითაც იგი მივიღეთ. ახლა მნიშვნელოვანი იქნება მისი იმპლემენტაცია, რასაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. როგორც ვიცი, სამინისტროს უკვე აქვს გადადგმული აქტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით, კანონმა გააჩინა კანონქვემდებარე აქტების ვალდებულება. საინტერესოა, ახლა რა ეტაპზე ვართ ამ მიმართულებით?”, – მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები