ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია

კოვიდ 19-ით ინფიცირებული, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.

ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ელისეის სასახლის მაკრონის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

საფრანგეთის პირველ პირს კორონავირუსი 17 დეკემბერს დაუდასტურდა.

​ის ამჟამად თვითიზოლაციაში, ვერსალის Lanterne-ს რეზიდენციაში იმყოფება. 18 დეკემბერს მან სოციალურ ქსელში ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა, დაღლილობას განიცდის, თავის ტკივილსა და მშრალ ხველებას უჩივის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები