თურქეთის სასტუმროებში საახალწლო გასართობი ღონისძიებები აიკრძალა

თურქეთის მთელ ტერიტორიაზე 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით სასტუმროებში ყველა გასართობი ღონისძიების ჩატარება აიკრძალა.

გარდა ამისა, ქვეყნის შსს-მ აკრძალა სასტუმროების ტერიტორიაზე ყოველგვარი სარეკლამო აქციების გამართვა.

სასტუმროების ხელმძღვანელობას შეზღუდვების დღეებში 22:00 საათიდან არ შეეძლება აუდიოსისტემების გამოყენებით მუსიკის გაშვება. აიკრძალა საკვების მიღების ზონებში ხალხმრავლობა, ადმინისტრაციამ პროცესი მკაცრად უნდა გააკონტროლოს.

თავის მხრივ ძალოვანები შეზღუდვების დღებში კონტროლს გააძლიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები