კორონავირუსმა ანტარქტიდამდეც მიაღწია

​ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტი იყო, სადაც კოვიდ 19 არ გამოვლენილა. თუმცა მან ეს სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც ჩილეს მკვლევართა სადგურზე 36 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არიან 26 ჩილელი სამხედრო და 10 მომსახურების პერსონალი, რომლებიც ჩილეს სამხრეთით მდებარე ქალაქ პუნტა-არენასში არიან ევაკუირებული.

O’Higgins – ანტარქტიდაზე მოქმედი ჩილეს 13 ბაზიდან ერთ-ერთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები