ნათი თურნავა – ეს არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, თუ სავაჭრო ცენტრები დაარღვევენ წესებს, გამოვიყენებთ ჯარიმებს და ოპერირების შეზღუდვის უფლებას

„ეს არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, რომელსაც ნორმალურ ვითარებაში ვართ შეჩვეულები, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები იქნება ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება არაა უპირობო და შეუქცევადი. როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რომლებზეც დღეს იყო საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმები და შეჩერების უფლებაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თმით, წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები