ამირან გამყრელიძე: ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად – წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, სიფრთხილე გამოიჩინონ და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.
„ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გავითავისოთ, რომ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს მსოფლიოს საქმე, ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქართველოში საქმე, ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, არ ვიაროთ ბევრი, იგივე რომ გაიხსნება მაღაზიები მიუხედავად იმისა, რომ, მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის აქვს ძალიან მკაცრი რეკომენდაციები, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენად შეგვეძლება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.