მაია ცქიტიშვილი: სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი

“აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ, დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის.
აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლასა და საახალწლო საღამოების მოწყობას.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება, არ გაიხსნება ბაზრობები და არ მოიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები