რეზო ამაშუკელი: კელი დეგნანს ლანძღავენ ,,ნაციონალების“ ასისთავები, ნაყოფიები და ჩოჩელები?

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეუდგა მუშაობას, ოპოზიცია კვლავ ქუჩაშია და მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდს ელის. მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე ,,კვირა“ პოეტ რეზო ამაშუკელს ესაუბრა:

-მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, სამწუხაროდ, ოპოზიციის გარეშე…

-ვულოცავ პარლამენტს მუშაობის დაწყებას და მშიდობას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას – მშვიდობას, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან მყიფეა. დიდძალი ფული შემოვიდა არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაში. ამ ინფორმაციას მარტო მე არ ვფლობ და კარგად იციან იმ უწყებებმა, რომლებმაც უნდა იცოდნენ. ამდენი ფული საკაიკაცოდ არ არის შემოსული. ასეთი მასობრივი შეტევა ჩვენს ქვეყანაზე, ქართველობაზე კარგა ხანია, არ ყოფილა. რამდენ ხანს შეიძლება, ქვეყნის მტრებს ვუსმინოთ, ამ იდიოტებს ოპოზიცია ჰქვიათ? თავმოყვარეობა აღარ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს? ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მათ გადასარჩენად, მაგრამ არა, ვერ შეირგეს!.. აუცილებლად შესაქმნელია რაიმე სახით საზოგადოებრივი დარბაზი, რათა ქართული საზოგადოება დავიცვათ ამათი ნანთხევისგან.

-ოპოზიციურ კრიტიკას არა თუ ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორებიც ვერ გადაურჩნენ.

-ვაი, ჩვენს პატრონს! კელი დეგნანი მთელმა საქართველომ შეიყვარა, ამ ქალბატონმა გული და სული უპოვნა საქართველოს, ქართულ ფასეულობებს ჩაწვდა და იმიტომ. გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ნახეთ, რა ღირსეული ქალბატონია. და ამ ქალბატონს ლანძღავს ვინ? ეკრანზე მსხდომი ,,პრინცები“ და ,,პრინცესები“, ,,ნაციონალების,, ასისთავები და რიგითები, დიდი ინტელექტუალები-ნაყოფიები და ჩოჩელები. უნიჭობა ხრავთ ამათ ყველას, უნიჭობით იწყება ყველაფერი. ყველამ ხომ ნახეთ, როგორი ონლაინპანაშვიდი მიდიოდა პიონერთა სასახლის ეზოში მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნის დღეს?

-ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით?

-იქნებ, მითხრას ვინმემ, რომ სააკაშვილი სხვა არის და შეტრუსული გოჭი-ჯაფარიძე-სხვა? ან იქნებ ბურჯანაძე და ბოკერიაა სხვა? ბურჯანაძე ,,ბუტკაში არ შედის“, უგულავა ,,ბუტკაშიც,, არ ეტევა, ბოკერია გუბაზ სანიკიძეს თუ შეაფარებს თავს, თორემ სხვაგან აღარ აქვს თავშესაფარი. სანამ ამათ ქართველი ხალხი არ გაასამართლებს, არაფერი გვეშველებათ, რადგან მაგათ რევოლუცია უნდათ და კიდევ მოიფიქრებენ რამეს. 5 შვილთაშვილი მყავს, ,,გირჩს“ დავუტოვო ჩემი შთამომავლობა? საქართველოს სიძულვილის ჯაჭვით არის გადაბმული ერთმანეთს მთელი ქართული ოპოზიცია. რა დააშავა ამ ქვეყანამ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყავდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად?

-იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მომავალ საპარლამენტო ცხოვრებას როგორ უყურებთ?

-ვფიქრობ, ყველაფერს გადაწყვეტს ამერიკის არჩევნების შედეგები. ჩვენი ოპოზიცია ტრამპისა და ბაიდენის ორთაბრძოლას უყურებს და საბოლოო გადაწყეტილებასაც აჭიანურებს. თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, მაშინ ნახეთ, როგორ გაშლიან აფრებს. დღევანდელ ქართულ ოპოზიციას მხოლოდ დანაშაული აერთიანებს. გადახედეთ და თვად დარწმუნდებით, ყველა ნაკლული და კომპლექსიანია. ახლა მედია ნახეთ, რას დაემსგავსა ქართული მედია, რომ აღარაფერი ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე… ოპონენტი ქალბატონების ,,ძუძუებს“ ახსენებენ პირდაპირ ეთერში. მიშა მშვილდაძისა და ნიკა არაბიძის ძუძუები მოიკითხონ მაგათ, ვურჩევ! ამათთან ნორმალური ლაპარაკი შეიძლება? ხელისუფლებას შესაძლოა, თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ მე ასეთი ვალდებულებები არ გამაჩნია. ვის ვუსმენთ დღე და ღამე? ჭკუა ამათ არ აქვთ და განათლება, წიგნი ამათ არ წაუკითხავთ და ზნეობასთან ახლოს არ გაუვლიათ. ზოგს ლარი კინგი ჰგონია თავი და ზოგს – ტედ ტერნერი. ჰოდა, ახლა მე, თბილისელი ქაჯი, რეზო ამაშუკელი გეუბნებით: ძალიან ნუ გაგვითამამდებით, იუზგარ! ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის, რომ დაგიჭერიათ ხელში ლეპტოპები და დასცინით ქართველ ერს. სააკაშვილის პამპულები ელაპარაკებით თბილისს? ფრთხილად იყავით! ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ აზრსა და სულიერებას უნდა აყალიბებდეს, ზოგიერთ თქვენგანს კი მენსტრუაციული კრუნჩხვები გაქვთ ოპოზიციურ ნიადაგზე. დაფიქრდით, ვის ელაპარაკებით!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები