გიორგი ფხაკაძე: მთავრობა არაფერ შუაშია, დამნაშავეა ხალხი, ვინც არ მიყვება არსებულ რეგულაციებს
“ქართველებმა ბევრი ლაპარაკი ვიცით, პანიკებს ავტეხთ და საქმის გაკეთება ნაკლებად ხდება, ხოლო საქმეს როცა ვერ ვაკეთებთ, ერთმანეთს ვაბრალებთ.
კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება და ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება და ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე, ყველა პირბადეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კოდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამედიცინო პირბადეში არის მესამე შრე, რომელიც გვიცავს, რომ ბაქტერიამ არ მოაღწიოს ჩვენამდე.
ქართველებმა ბევრი ლაპარაკი ვიცით, პანიკებს ავტეხთ და საქმის გაკეთება ნაკლებად ხდება, ხოლო საქმეს როცა ვერ ვაკეთებთ, ერთმანეთს ვაბრალებთ. თუ საქართველო ვერ აკეთებს პირბადეების ლაბორატორიულ შემოწმებას, გავაგზავნოთ თურქეთში, ესპანეთში და იქედან მივიღოთ დასკვნა – მთავარია მონდომება, რომელსაც მე ვერ ვხედავ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ფხაკაძის თქმით, ახალი კორონავირუსის შტამით არაფერი შეიცვალა, ეს არის არსებული Covid ვირუსის ბიძაშვილი, ვირუსი მრავლდება ადამიანში და ეს ნორმალური მოვლენაა.