ირმა ზავრადაშვილი – მიხეილ ჩხენკელს: იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?
“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს.
ზავრადაშვილმა ჩხენკელს შესთავაზა, სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში საზოგადოებას ყოველი თვის ბოლოს ან კვარტალურად წარუდგინოს.
„ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რამე კულტურა დავნერგოთ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე და ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.