აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ბაიდენის თქმით, ამას იმისთვის აკეთებს, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება და სანერვიულო არაფერია. არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა.

“აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კოვიდ-19-ის 18 029 528 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ვირუსს ქვეყანაში 319 354 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები