ბრიტანელი მეცნიერები: კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე – მანამდე არსებული შტამები

გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, გიბრალტარში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში აღმოაჩინეს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე – მანამდე არსებული შტამები.

ასევე, აღნიშნულია, რომ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ 19-ის ახალი სახეობა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვია, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს.

„COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების გამო, გაერთიანებულ სამეფოსთან უკვე 40 ქვეყანაზე მეტმა შეაჩერა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, იტალიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, შვედეთმა პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, თურქეთმა, ისრაელმა, რუსეთმა, კანადამ, ინდოეთმა, ჰონგ-კონგმა, კოლუმბიამ, ჩილემ, არგენტინამ) მიმართეს.
ბრიტანელი მეცნიერები:
„ახლა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.
მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College-ის პროფესორი, ნილ ფერგიუსონი აცხადებს, რომ იმის მინიშნება არსებობს, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ.
„ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსონმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 35 928 ახალი შემთხვევა, რაც, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, არის სერიოზული ღელვის საგანი.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ვირუსი, ამჟამად, კონტროლს არ ექვემდებარება და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მან მოსახლეობას წესების განსაკუთრებული დაცვისკენ მოუწოდა, ვინაიდან ვირუსის ახალი სახეობის კონტროლი ძალიან რთულია.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, მეოთხე განგაშის ზონაში მცხოვრები ადამიანები უნდა მოიქცნენ ისე, თითქოს მათ უკვე აქვთ ვირუსი და დაემორჩილონ მკაცრი კარანტისი წესებს. ასევე, ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში, 23-27 დეკემბერს დაანონსებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები