კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1 293.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები