ჯო ბაიდენი კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით საჯაროდ ​დელავერის შტატის ქალაქ ნიუარკის კლინიკაში აიცრა.

პრეპარატის შეყვანის შემდეგ, 78 წლის პოლიტიკოსმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. გარდა ამისა, მან ამერიკელებს მოუწოდა პირბადის ტარებისა და ყველა წესის დაცვისკენ.

დღეს ვაქცინაციას გაივლის ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი – ენტონი ფაუჩი, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრი  – ალექს აზარი. ასევე. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ფრენსის კოლინზი დღეს Moderna-ს ვაქცინით აიცრება.

აშშ-ში პანდემიისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ვირუსს 318 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები