ინტერპოლში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დაწყება დანაშაულის ზრდას გამოიწვევს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები 2021 წელს ყველაზე ფასეული პროდუქტი იქნება, რაც დანაშაულის ზრდას გამოიწვევს, – განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა.

“ვაქცინა 2021 წელს თხევადი ოქტო გახდება. ის ყველაზე ფასეული პროდუქტი იქნება, რომელიც მომდევნო წელს მსოფლიოში გავრცელდება. ამისთვის მაფია და სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციები უკვე მოემზადნენ. ვაქცინების გავრცელების პარალელურად დანაშაულიც მკვეთრად გაიზრდება. ვიხილავთ ძარცვას, გატეხვებს და საწყობებზე თავდასხმებს. ბევრი ქვეყანაში კორუფცია აყვავდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეთ ვაქცინასთან წვდომა”, – განუცხადა მან WirtschaftsWoche-ს.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ მანამ სანამ ზოგოერთი ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გაიცა, დანაშაულებრივი ჯგუფები ყალბ პრეპარატებს ავრცელებდნენ.

შტოკის თქმით, ბოროტმოქმედები ასევე ფალსიფიცირებული ანტისეპტიკების, ანტივირუსული წამლების და დაბალხარისხიანი პირბადეების რეალიზებას ცდილობდნენ.

მისი თქმით, მხოლოდ მარტში მოხერხდა 15 მილიონი დოლარის ღირებულების დამცავი საშუალებების ამოღება.

ასევე იურგენ შტოკი ამბობს, რომ მომრავლდნენ სატელეფონო დამნაშავეები, რომლებიც მოხუც ადამიანებს ურეკავენ და თითქოს მათი ნათესავების კორონავირუსისგან განკურნების მიზნით, ფულებს სძალავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები