ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 წლის ფეხმძიმე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირას” ბათუმის კლინიკა ,,ბაუში” უდასტურებენ. მედიკოსების თქმით, მიუხედავად ყველა ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებებისა, ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. ნაყოფი 36 კვირის იყო.
კლინიკაში ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, მას სასწრაფო საკეისრო კვეთას უკეთებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები