საბა ბუაძე: “ქართული ოცნება” ცდილობს, ოპოზიციას შეუზღუდოს ის ერთადერთი ფინანსური რესურსი, რომელიც პარტიებს არსებობისთვის სჭირდებათ

“ამომრჩევლის ხმებთან ერთად, “ქართულმა ოცნებამ” საბიუჯეტო რესურსებიც მიიტაცა და უკვე პოლიტიკური პარტიების შევიწროებაზეა გადასული”, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი, საბა ბუაძე “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებაზე უარს იტყვიან, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით “ქართული ოცნება” ცდილობს, ოპოზიციას შეუზღუდოს ის ერთადერთი ფინანსური რესურსი, რომელიც პარტიებს არსებობისთვის სჭირდებათ.

“ამომრჩევლის ხმებთან ერთად, “ქართულმა ოცნებამ” საბიუჯეტო რესურსებიც მიიტაცა და უკვე გადასულია პოლიტიკური პარტიების შევიწროებაზე და ცდილობს, ოპოზიციურ პარტიებს შეუზღუდოს ის ერთადერთი ფინანსური რესურსი, რომელიც პარტიებს სჭირდებათ არსებობისთვის. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური შანტაჟის მორიგი ხერხი, რომელიც, პირველ ყოვლისა, საქართველოს შემოუბრუნდება ძალიან ცუდად,” – განაცხადა საბა ბუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები