შალვა პაპუაშვილი: საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინდიკატორები და შუალედური მიზნები გვქონდეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს უსმენენ, პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო საზღვრების საკითხითა და მისი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესით დაინტერესდა.

„ჩემი კითხვა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს შეეხება. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარეჯის საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მიმართულებით, სავარაუდოდ, საჭირო გახდება კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა. მაინტერესებს, რა სტადიაზე ვიმყოფებით აზერბაიჯანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გამომდინარე იქედან, რომ როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, როდესაც მივდივართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები იურიდიულადაც დადგენილი იყოს და საჭიროა, ეს პროცესი, რომელიც 20 წელზე მეტია, გრძელდება, ოდესღაც დასრულდეს. თქვენ როგორ ხედავთ? დროის კუთხით რა პერსპექტივაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და საზღვრების რამდენი პროცენტია შეთანხმებული დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგვექმნას. გამომდინარე იმ განაცხადიდან, რაც პროგრამაში გავაკეთეთ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინდიკატორები ან შუალედური მიზნები გვქონდეს, რათა შევძლოთ შემდგომ გადამოწმება, რამდენად სწორად და დროულად მივდივართ ამ მიმართულებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები