რიმა ბერაძემ: თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონული ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, პარლამენტის წევრმა, რომა ბერაძემ კანდიდატებს თემატურად რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ბერაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს მიმართა კითხვით, “რეგიონული ფონდის მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ფონდის მიერ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განსაკუთრებით თვითმმართველობის განვითარებისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესაწყობი ფონდი და იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ, თუ როგორი იქნება მომდევნო წელს და გარკვეულ პერიოდში ამ ფონდის მუშაობა?”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავასთვის მიმართვის დროს დეპუტატმა თქვა, “მე როგორც საკრებულოდან და თვითმმართველობიდან წამოსულ დეპუტატს, ძალიან აქტიური შეხება მქონდა მოსახლეობასთან და ყველაზე მნიშვნელოვანია ფართების დაკანონების თემა, ის თემა რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არის რიცხული წლების განმავლობაში. ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ფართებში და ვერ ხერხდება მათი დაკანონება. იქნებ გასცეთ დავალება შესაბამის სამსახურებს მათ გააკეთონ რევიზია ჩვენ მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე.

პანდემიისგან შექმნილმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეკონომიკა, თითოეული ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი, აუცილებელი გახდა საგადასახადო შეღავათები იმ ინდუსტრიისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები. ჩვენ მივესალმებით ამას, ვიცით რომ ბიუჯეტში შემოსავლები დაიკლებს და რა თქმა უნდა, მოიმატებს საჭიროებები. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს მინდა ვკითხო – ხომ არ შექმნის ეს საბიუჯეტო დეფიციტს და როგორ აპირებთ დაბალანსებას ამ კუთხით და რა გეგმები გაქვთ დეფიციტის შესასრულებლად?”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები