პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები საკანონდებლო ორგანოს შესასვლელთან დღესაც შეიკრიბნენ.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. აქტივისტებს ადგილზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები